რეპორტაჟი ამბავზე, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება. ჩემი ცოლის დაქალები ბრუნდება. საკულტო სერიალის მეცხრამეტე სეზონის პირველ სერიას ფორმულას მაყურებელი შვიდ ივლისს ნახავს. საყვარელი გმირები, საინტერესო ისტორიები და ინტრიგა, - ყველას გვაინტერესებს, როგორ გრძელდება სერიალი იმ ფინალიდან, სადაც ბაქარს ცოლზე ძალადობის შემდეგ, თავში ტაფა ხვდება.